სწავლის ხანგრძლივობა – 2 კვირა, 14 საათი
კურსის ღირებულება – 300 ლარი
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი, ჟ.შარტავას გამზ. N4
დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება
კურსის აღწერილობა:
მოკლევადიანი სასწავლო კურსი „სურსათის უვნებლობა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა სამუშაო ობიექტზე“ შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით.
კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს საწარმოში, სამუშაო ობიექტზე სურსათის უვნებლობის დაცვისა და მართვის პრინციპები, ასევე საკანონმდებლო რეგულაციების მნიშვნელობა ამ მიმართულებით, კერძოდ, კვების ჰიგიენის საერთაშორისო სისტემა – HACCP -ი, საწარმოში პრერეკვიზიტული პროგრამის GHP – სანიმუშო ჰიგიენის პრაქტიკა და GMP- სანიმუშაო წარმოების პრაქტიკის დანერგვის, ტერიტორიისა და სამუშაო არეალის დასუფთავებისა და სანიტარიის ნორმების დაცვის მნიშვნელობა.
კურსის განხორციელება შესაძლებელია როგორც სასწავლო გარემოში, ასევე (Online) ელექტრონული სწავლების მეთოდით დისტანციურად.
კურსის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯი მოდუსის სერთიფიკატს;