პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეხუთე
დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება ; სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესში მონაწილედ მუშაობის არანაკლებ 6 თვის სამუშაო გამოცდილება
სწავლის ხანგრძლივობა – 15 კვირა, 300 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
მოკლევადიანი გადამზადების პროგრამა “სააღმზრდელო პროცესების წარმართვა სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში” შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, ქ. რუსთავის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების მოთხოვნის გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით.
პროგრამის მიზანია მსმენელების გადამზადება დარგში არსებული სტანდარტების შესაბამისად. პროგრამის მსმენელი შეისწავლის ადრეული სკოლამდელი განათლების არსს, მნიშვნელობას, შეძლებს ადრეული და სკოლამდელი განათლების საუკეთესო პრაქტიკის იდენტიფიცირებას, ასევე გაეცნობა თამაშის მნიშვნელობას და როლს ბავშვის განვითარებაში; შეისწავლის განვითარების თეორიების მახასიათებლებს ასაკობრივი თავისებურებების შესაბამისად; შეძლებს ბავშვზე დაკვირვებას და მონაცემთა შეგროვებას არაფორმალური მეთოდებით; შეძლებს ბავშვის და პროგრამის შეფასებას, დოკუმენტირებას, პროცესის დაგეგმვასა და წარმართვა,ს რაც დაეხმარება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის წარმართვისას თანამედროვე მიდგომების გამოყენებაში.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს ქვემო ქართლის რეგიონის მაშტაბით მოქმედ ნებისმიერ (საჯარო, კერძო) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებასი აღმზრდელის თანაშემწის პოზიციაზე.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.