სამკერვალო წარმოების პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია უზრუნველყოს სამკერვალო წარმოებისათვის მაღალკვალიფიციური სპეციალისტის აღზრდა, რომელიც შეძლებს, ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმლის და სხვადასხვა დანიშნულების სამკერვალო ნაწარმის კონსტრუირებას, მოდელირებას და მასალაში შესრულებას, ასევე, ქართული ეროვნული სამოსის მასალაში შესრულებას და დეკორატიულ გაფორმებას, ტანსაცმლის შეკეთებას, გადაკეთებას და აღდგენას, საკერავი მანქანებისა და თბურ-დანამვითი დანადგარების შერჩევა/გამოყენებას და სამკერვალო ნაწარმის ხარისხის კონტროლს.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
საბაზო პროფესიული კვალიფიკაციით სამკერვალო წარმოებაში პირს შეუძლია დასაქმდეს დიდი, საშუალო და მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოებში, მოდის სალონებში მკერავის და კონსტრუქტორის პოზიციაზე.
ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის კოდები: 13.10; 13.10.0; 14.13; 14.13.0
დასაქმების საერთაშორისო კლასიფიკატორის (ISCO) კოდი:7531; 7532, 7533; 7543; 8153;
About Instructors
Duration: 21 თვე
Lectures: 99 /ქართული ენის მოდულით 114/
Video: საბაზო პროფესიული კვალიფიკაცია სამკერვალო წარმოებაში