პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეოთხე
დაშვების წინაპირობა – სრული ზოგადი განათლება,
სწავლის ხანგრძლივობა – 12 კვირა , 94სთ საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
ენერგიის განახლებადი წყაროების მოწყობილობების მონტაჟის (მზის ფოტოელექტრული სისტემების მონტაჟი) პროფესიული გადამზადების პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირებს გაეცნონ მზის სისტემების სხვადასხვა ტიპის დანადგარებს, მათი მონტაჟისა და ტექნიკური მომსახურების დროს აუცილებელ უსაფრთხოების წესებს, მზის ენერგიაზე მომუშავე ფოტოელექტრული სისტემების მოქმედების პრინციპებს, სამონტაჟო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ინსტრუმენტებისა და მასალების შერჩევისა და სამუშაოს ორგანიზების პრინციპებს. ასევე, პროგრამის ფარგლებში მსმენელები შეძლებენ მზის სისტემების დასამონტაჟებლად მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, მათ მონტაჟს, შემოწმებას, შეკეთებას და ტექნიკურ მომსახურებას უსაფრთხოების წესების დაცვით.
პროგრამის ხანგრძლიობა შეადგენს 12 კვირას, ჯამში 94 საათის ოდენობით.
პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევა უზრუნველყოფილი იქნება ინტერაქციული ლექციის, დემონსტრირებისა და პრაქტიკული მეცადინეობის გზით.
პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება. განმავითარებელი შეფასება ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, ხოლო განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება პროგრამის ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა (ტესტირება) და პრაქტიკული უნარები (პრაქტიკული დავალება დაკვირვებით).
პროფესიული გადამზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, მსმენელებს გადაეცემათ სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატი დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.
სწავლება განხორციელდება კოლეჯის მიერ პირისპირ სწავლების ფორმით, და სასწავლო ლაბორატორიებში/სახელოსნოში.