სწავლის ხანგრძლივობა – 10 კვირა
კურსის ღირებულება – 450 ლარი
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი, ჟ.შარტავას 4
დაშვების წინაპირობა – პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე, მინიმალური ასაკი 18 წელი.
კურსის აღწერილობა
მასაჟის სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში მსმენელი შეისწავლის ადამიანის ანატომიის ძირითად მონაცემებს (ძირითადი ცნებები და განმარტებები); .მასაჟის ფიზიოლოგიურ საფუძვლებს; მასაჟის ზოგად პრინციპებს და ჰიგიენური საფუძვლებს; კლასიკური მასაჟის ტექნიკას და მასაჟის ილეთების მეთოდიკას : ხელსმა, გამოწურვა, თელვა , სრესა, მოძრაობა, დარტყმითი ილეთები; ზოგადი, სამკურნალო , ეგზოტიკური და კოსმეტიკური მასაჟი სახეები..
კურსზე შეისწავლება სამკურნალო მასაჟი სქოლიოზი; ოსტეოქონდროზი; რადიკულიტი; კიფოზი; ლორდოზი; ტრავმატოლოგიური. სპა მასაჟი- თაფლის, (ანტიცელულიტური, წონის საკორექციო) მასაჟი; ქვის მასაჟი (მოსადუნებელი); სახის ნერვების დამამშვიდებელი მასაჟი. სახის კლასიკური და მოსადუნებელი მასაჟი ,თაფლის მასაჟი სახის ფორების გასაწმენდად; სახის ნერვების დამამშვიდებელი მასაჟი. ბავშვთა მასაჟი სხვადასხვა დაავადების დროს ტერფმრუდობა; ბრტყელტერფიანობა; კისერმრუდობა; ქათმის გულმკერდი; დიზპლაზიები; სამკურნალო ფიზკულტურა (ვარჯიშები).
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები: კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სხვადასხვა სახის ავადმყოფობის მქონე პაციენტთა სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში: ჰოსპიტალურ, კონვალესცენტურ და პოსტკონვალესცენტურ ფაზაში. ასევე სამკურნალო-პროფილაქტიკურ დაწესებულებებში: საავადმყოფოებში, პოლიკლინიკებში, დისპანსერებში, სანატორიუმებში, სპორტულ გუნდებში, ბალეტისა და ცეკვის ანსამბლებში, ჰიგიენური პროფილის სალონებში, სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრებში,
კურსის სრულად ათვისების შემდეგ მსმენელი მიიღებს სსიპ კოლეჯი მოდუსის სერთიფიკატს;