პროგრამის სახე – მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მესამე
დაშვების წინაპირობა – საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 11 კვირა,165 საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ. რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
მოკლევადიანი მომზადების პროგრამა შედგენილია ქვემო ქართლის რეგიონის დამსაქმებლების, კერძოდ, სამკერვალო სახელოსნოების საჭიროებების გათვალისწინებით და მათთან თანამშრომლობით. პროგრამის მსმენელი შეისწავლის მამაკაცის ზედა პერაგისა და შარვლის კონსტრუირება – მოდელირებას, ააგებს თარგს, გადაიტანს მასალაზე, გამოჭრის, დააგვირისტებს, შეკერავს საკერავ მანქნაზე და დაამუშავებს ნაკერებს.
კურსდამთავრებული შეიძლება დასაქმდეს კოლეჯის პარტნიორ კომპანიაში ან ნებისმიერ დიდ, საშუალო თუ მცირე სიმძლავრის სამკერვალო საწარმოში უშუალოდ მამაკაცის შარვლისა და ზედა პერანგის მკერავისა და კონსტრუქტორის საწყის პოზიციაზე.
პროფესიული მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით, რომელშიც ფიქსირდება პირის მიერ პროგრამის ფარგლებში მიღწეული ცოდნა და უნარები.