პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მეოთხე
დაშვების წინაპირობა -სრული ზოგადი განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 12 კვირა, 192 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
პროფესიული გადამზადების პროგრამა „ ლიფტების ტექნიკური მომსახურება და რემონტი“ შემუშავებულია შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად და უზრუნველყოფს ლიფტების ტექნიკურ და სამრეწველო ექსპლუატაციას. აღნიშნული მიმართულებით საჭირო უნარებისა და კომპეტენციების , კვალიფიციური ლიფტების ტექნიკოსისთვის/ელ.მექანიკოსისთვის გადამზადებას.
პროგრამის მსმენელი შეძლებს ლიფტების ტექნიკურ და სამრეწველო ექსპლუატაციას, მზა დეტალებისგან კვანძების და ნაკეთობების დაშლა-აწყობას, ნაკეთობების გამართვას, რეგულირებას, გაშვებას, რემონტს და მოდერნიზაციას, მწყობრიდან გამოსული დეტალების, კვანძების, მექანიზმების აღდგენას, დიაგნოსტიკას და გამოცდას, მათ შემდგომ ექსპლუატაციას.
პროფესიული გადამზადების პროგრამით გათვალისწინებულია თეორიული ცოდნის შეძენა და პრაქტიკული უნარების განვითარება, თუმცა ძირითადი აქცენტი პრაქტიკულ სწავლებაზეა გაკეთებული. ხოლო ლექციები ინტერაქტიული ფორმით ჩატარდება. პროფესიული გადამზადების პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება ტესტები/ზეპირი გამოკითხვა და პრაქტიკულ დავალებებზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლების ბოლოს, რომლის დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.