პროგრამის სახე – გადამზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მესამე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 8 კვირა, 145 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
,,თმის შეჭრა და ვარცხნილობები” არის მოკლევადიანი პროფესიული მომზადების პროგრამა, რომელზეც სწავლა შეუძლია ყველა დაინტერესებულ სრულწლოვან პირს, რომელსაც აქვს სურვილი მოკლე დროში მიიღოს კონკრეტული ცოდნა/უნარები თმის შეჭრის და ვარცხნილობების გაკეთების მიმართულებით. ასევე გაიაროს პრაქტიკა და დასაქმდეს პარტნიორ სალონში ან ნებისმიერი სხვა სალონში სტილისტის პოზიციაზე.
სწავლება განხორციელდება პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლების მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მიერ, შრომის უსაფრთხოების თანამედროვე რეგულაციების გათვალისწინებით. გამოყენებული იქნება სწავლების მრავალფეროვანი მეთოდები. ინტერაქტიულ ლექცია, პრეზენტაციები, ვიდეო ჩვენება; სასწავლო მასალების დემონსტრირება. პროგრამის მსმენელების შეფასებისთვის გამოყენებული იქნება, ტესტები, ზეპირი გაამოკითხვა, პრაქტიკული დავალებები, ქეისების (შემთხვევების) ანალიზი, მსმენელების მიერ შესრულებულ სამუშაოზე დაკვირვება. მიმდინარე (განმავითარებელი შეფასება) პრაქტიკულად ყოველ მეცადინეობაზე განხორციელდება, განმსაზღვრელი შეფასება (გამოცდა) ჩატარდება სწავლის ბოლოს, რომლიც დროსაც შეფასდება მსმენელების თეორიულ ცოდნა და პრაქტიკული უნარები.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.