პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, მშენებლობის სფეროსთვის უზრუნველყოს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება კედლის დაფარვის სამუშაოების მიმართულებით, კერძოდ, თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟის კვალიფიციური სპეციალისტების მომზადება.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის საფუძველზე.
კურსდამთავრებულთა დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
„კედლის დაფარვის სამუშაოებში“ საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მქონე პირი შეიძლება დასაქმდეს სამოქალაქო და სამრეწველო შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე ღია ან/და დახურულ სივრცესა და სიმაღლეზე. ის შეიძლება იყოს თვითდასაქმებული ან დასაქმდეს სხვადასხვა ტიპის სამშენებლო-სარემონტო და დიზაინერულ კომპანიებში, სახელმწიფო ან კერძო საწარმო-დაწესებულებაში, რომელთა საქმიანობა დაკავშირებული იქნება შენობა-ნაგებობის მშენებლობასა ან მის რეკონსტრუქცია-გაძლიერებასთან. მას სამუშაოების შესრულება მოუწევს სხვადასხვა კლიმატის პირობებში. დასაქმების პოზიცია შესაძლებელია იყოს თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების (კედელი, ჭერი და სხვ.) მომწყობი;
მისანიჭებელი კვალიფიკაციების შესაბამისი სწავლის შედეგები
სწავლის შედეგები არჩევითი მიმართულებისთვის/კონცენტრაციისთვის – თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი.