კურსის მიზანია მსმენელს შეასწავლოს ზოგად ელექტროტექნიკა და ელექტროტექნიკური გაზომვები, ელექტრომასალების და მარაგნაწილების შერჩევა. ასევე, მსმენელები პრაქტიკულად განახორციელებენ ელექტრო – სამონტაჟო სამუშაოებს, თანამიმდევრულ, პარალელურ და შერეულ შეერთებებს, წრედის აწყობას.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელს შეუძლია დასაქმდეს ელექტრიკოსად; ელექტროტექნიკური სისტემების მემონტაჟედ; მომმარაგებელ-ელექტრიკოსად; ელექტრო-მექანიკოსად; ელექტროგაყვანილობის და ფიტინგების მემონტაჟედ; განათების სისტემების მემონტაჟედ; ხანძარსაწინააღმდეგო და დამცავი სიგნალიზაციის მემონტაჟედ; ქუჩების განათების და ელექტრული სასიგნალო მოწყობილობების მემონტაჟედ.