პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია, უზრუნველყოს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანი კადრის მომზადება შდუღების მიმართულებით.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
საბაზო განათლება
„სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV -100/ა“, ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა;
დასაქმების სფერო და შესაძლებლობები
შედუღების საბაზო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ისეთ პროფესიებზე როგორიცაა – შემდუღებლები და აირმჭრელები, რომლებიც ადუღებენ და ჭრიან ლითონის ნაწილებს აირის სანთურის, ელექტრორკალური ან სხვა გამაცხელებელი საშუალებების გამოყენებით, შესაბამისად დასაქმების შესაძლებლობებია შესაბამის ორგანიზაციებსა და სფეროში.
მისანიჭებელი კვალიფიკაციის აღწერა - სწავლის შედეგები
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია:
შეადუღოს ლითონის ნაწილები აირისსანთურით, ელექტრორკალით, თერმულინაერთებითანსხვამეთოდებით;
გამოიყენოს სარჩილავი ტყვიის შემცველი ნაკეთობების (მილების, ზედაპირების და სხვა) შესაკეთებლად;
შეაერთოს ლითონის ნაწილები მყარი კომპონენტით;
დაჭრას ლითონი აირის სანთურის ან ელექტრორკალის გამოყენებით;
შეაერთოს ლითონის ნაწილები ხელის სარჩილავით, რბილი კომპონენტით;
შეარჩიოს თერმული მომზადების, მორგების, შედუღების პროცესის რეჟიმი მასალის არასასურველი დეფორმაციის, გადახურების, გადაგრეხვის, შეკუმშვის, გაფართოების აცილების მიზნით;