news
მარნეულში, კოლეჯი „მოდუსის“ გახსნასთან დაკავშირებით, აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი ეტაპი, რაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმებას ითვალისწინებს, როგორც კერძო ასევე სახელმწიფო ორგანიზაციებთან. ამჯერად, მემორანდუმი სსიპ კოლეჯ „მოდუსსა“ და მარნეული მოლს შორის გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში, სტუდენტები პრაქტიკული სწავლების მოდულებს მარნეული მოლში გაივლიან. მემორანდუმს, კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და მარნეული მოლის მენეჯერმა, ახად ბაქიროვმა მოაწერა ხელი.
21 მარტი დაუნის სინდრომის საერთოშორისო დღეა და პროფესიულ სტუდენტთა ცნობიერების ასამაღლებლად, კოლეჯში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის დამფუძნებლები სოფიო მირზაშვილი, ნინო სიხარულიძე და კოლეჯი „მოდუსის“ ინკლუზიური განათლების სპეციალისტი ნათია ოდიშელიძე უძღვებოდნენ. ცნობიერების ამაღლების კაამპანიის ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა, სტუდენტებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და ისაუბრეს იმ გარემოზე, სადაც დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებს უწევთ ცხოვრება. […]
მემორანდუმის ფარგლებში, სადიპლომო პროფესიული პროგრამების და მოკლევადიანი სასერტიფიკატო კურსების ფარგლებში დაგეგმილია, პროფესიული სტუდენტებისთვის და მსმენელთათვის გამოცდილების გაზიარება, პრაქტიკული უნარჩვევების განვითარება, კვალიფიციური კადრების მომზადება, მათი შემდგომი დასაქმების ხელშესაწყობად. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ზაურ ტაბატაძემ მოაწერა ხელი. შეხვედრას, კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერი, გენო იმერლიშვილი, ხარისხის მართვის […]
დეკორატიულ მცენარეთა სხვლა-ფორმირების 3 თვიანი სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დასრულდა. 3 თვის განმავლობაში, კურსის მსმენელები ონლაინ რეჟიმში სწავლობდნენ თეორიულ საკითხებს, ხოლო პრაქტიკული სწავლება, რუსთავის მასშტაბით არსებულ მწვანე სივრცეებში უტარდებოდათ, სადაც ტუიების, ზეთისხილების, ვარდების, ხვიარების და სხვადასხვა დეკორატიული მცენარეების სხვლა-ფორმირებაზე ზრუნავდნენ. კურსდამთავრებულებს, სერტიფიკატები გადაეცათ და კოლეჯის საკონფერენციო დარბაზში კურსისი შესახებ საბოლოო პრეზენტაცია ჩატარდა, რომელსაც ზრდასრულთა განათლების კოორდინატორი, […]
სსიპ კოლეჯ „მოდუსსა“ და ლატვიის, „დაუგავლის“ ტექნიკურ კოლეჯს შორის, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯებს შორის დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება, როგორც სასწავლო, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და პროფესიულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. […]
დღეს, სტარტი აიღო 3 დღიანმა ონლაინ სპორტულმა შეჯიბრმა საქართველოს, ლატვიის და მოლდოვას კოლეჯებს შორის. კოლეჯის სტუდენტები, ერთმანეთს რამდენიმე სახის აქტივობაში ეჯიბრებიან (პრესი, ჩაჯდომები და აზიდვები). პირველი დღის შედეგების მიხედვით, კოლეჯი „მოდუსის„ სტუდენტები ლიდერობენ. გამარჯვებულები ფასიანი პრიზებით და სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან. აღნიშნული შეჯიბრი, ლატვიის კოლეჯთან გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ტარდება.
სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორ, ეკატერინე პატეიშვილსა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელ, ზაურ ტაბატაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, მარნეულში კოლეჯი „მოდუსის“ წარმატებით ფუნქციონირებისათვის საჭირო, ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, რაც შემდგომში ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმში აისახება. მარნეულში, კოლეჯი „მოდუსი“ უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაიხსენაბ. აღსანიშნავია, რომ […]
ონლაინ სპორტული შეჯიბრი, მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. საქართველოს, ლატვიის და მოლდოვას პროფესიული კოლეჯების სტუდენტები, ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში ეჯიბრებიან. შეჯიბრის დასკვნითი ეტაპი 18 თებერვალს გაიმართება, სადაც საბოლოო შედეგების შეჯამების შემდეგ გამარჯვებული სტუდენტები გამოვლინდებიან.
2021 წლის პირველი თებერვლიდან 2021 წლის 28 თებერვლის ჩათვლით სსიპ კოლეჯი მოდუსი-ში გამოცხადდა არდადაგები, სასწავლო პროცესი განახლდება 2021 წლის პირველი მარტიდან.
მემორანდუმის ფარგლებში, კოლეჯებს შორის დაგეგმილია გამოცდილების გაზიარება, როგორც სასწავლო, ასევე ტექნოლოგიების მიმართულებით. თანამშრომლობის ფარგლებში, საერთო პროექტების განხორციელება იგეგმება, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს და პროფესიულ მასწავლებლებს საშუალება ექნებათ, რომ ერთმანეთს თეორიული და პრაქტიკული გამოცდილება გაუზიარონ. სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ოლიმპიადებში, სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. მხარეთა შორის თანამშრომლობის ხელშეკრულებას, კოლეჯი „მოდუსი“ დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა და ლიეტუვის „Vilnius […]