news
სსიპ კოლეჯმა ,,მოდუსი” დაასრულა ქ. რუსთავის მაშტაბით 19 სკოლაში მიმდინარე პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის კურსები. საგაზაფხულო სემესტრში, პროგრამა 19 სკოლის 30 ჯგუფში განხორციელდა და მასში 450-მდე მოსწავლე იყო ჩართული.
კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს მიღებას ავტომექანიკოსის მოკლევადიან სასერტიფიკატო კურსზე კურსზე შეისწავლება მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის, ძრავის, მართვის სისტემების და მექანიზმების აგებულება; მუშაობის პრინციპები; უწესივრობები და მათი გამომწვევი მიზეზების დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები; დაზიანებული დეტალების შეცვლა – შეკეთება. პროგრამის ხანგრძლივობა: 3 თვე (125სთ). განხორციელების ადგილი: ქ. რუსთავი, ჟ.შარტავას #4. კურსზე დარეგისტრირების მიზნით გადადით ბმულზე: https://forms.gle/SLeuixLCVKGXhcfo8 რეგისტრაციის ბოლო ვადაა […]
28 ივნისს, კოლეჯს “მოდუსს” მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტების სოფ. ნახიდურის, ალგეთის, ხიდისყურის, მოლაოღლის და ხულდარის მკვიდრი ახალგაზრდები ესტუმრნენ. ისინი ადგილზე გაეცნენ სასწავლო შესაძლებლობებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროფესიულ პროგრამებს. დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული ინოვაციური ლაბორატორია “ფაბლაბ მოდუსი”, სადაც კოლეჯის სტუდენტებს თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის კომპეტენციების დაუფლების და იდეების პროტოტიპირების შესაძლებლობა აქვთ. სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირად ხელი არ […]
19 ივნისს, “სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის” ფარგლებში, კოლეჯ “მოდუსს” ქ. რუსთავის #18 და #22 სკოლის მოსწავლეები სტუმრობდნენ
18 ივნისს, კოლეჯ “მოდუსში” შედგა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიების მიზანი იყო, პროფესიული განათლების შესახებ სსსმ / შშმ პირებისთვისა და მათი მშობლებისთვის სასწავლო შესაძლებლობებისა და პროფესიული პროგრამების გაცნობა.
18 ივნისს, საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში შპს “მადაგონი 2”-ის ხელმძღვანელი “სამკერვალო წარმოების” სტუდენტებსა და კუსრდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს საკონკურსო ინიციატივა, რომლის შესახებ დამატებით ინფორმაციას უხლოეს მომავალში გაგიზიარებთ.
?? ?? 15-16 ივნისს, თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა. ღონისძიება წარმოაჩენს პროფესიული განათლების პოტენციალს დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობას დუალურ პროფესიულ განათლებაში. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა და გაეცნონ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მოისმინონ ისტორიები წარმატებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება იძლევა.
კოლეჯ “მოდუსში”, კალიფორნიის უნივერსიტეტის ინოვაციების ლაბორატორიის UC Davis D-Lab და ევროპული სამეწარმეო კომპეტენციების ჩარჩოს რეკომენდაციით შექმნილი ახალი მოდულით მიმდინარე ტრენინგები გრძელდება. მესამე სატრენინგო შეხვედრის თემა იყო “იდეების განვითარება”.
4 ივნისს, კოლეჯ “მოდუსში” სამუშაო შეხვედრა შედგა კოლეჯის ადმინისტრაციისა და სასწავლებლის სტუდენტური კავშირის წევრებს შორის. ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა სტუდენტების ინიციატივები და მოსაზრებები სასწავლო პროცესთან, სტუდენტურ აქტივობებთან, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ “მოდუსი” ერთადერთი კოლეჯია, სადაც სტუდენტური კავშირი შეიქმნა და აქტიურად ჩაერთო კოლეჯში მიმდინარე პროცესებში და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურების დაგეგმვაში.
2 ივნისს, კოლეჯი “მოდუსი” მონაწილეობდა რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ორგანიზებით რუსთავის ისტორიული მუზეუმის ეზოში გამართულ „ახალგაზრდული ფორუმი 2019“-ში . კოლეჯი ფორუმზე თავისი სტენდით იყო წარმოდგენილი. სასწავლებლის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას პროფესიული პროგრამების და საგანმანათლებლო შესაძლებლობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.