news
სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას მეცნიერება-მოდულის პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე. საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ** განათლების დონე: ბაკალავრი; ** განათლების სფერო: ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის მასწავლებელი; გამოცდილება: ** ზოგადი განათლების საბაზო და/ან საშუალო საფეხურზე, ფიზიკის და/ან ქიმიის და/ან ბიოლოგია და/ან გეოგრაფიის სწავლების 3 წლიანი გამოცდილება; ** (იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ რამდენიმე საგნის სწავლების გამოცდილება, გთხოვთ მიუთითოთ განაცხადში); […]
✅ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ახალი კორონა ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოსა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, სასწავლო დაწესებულებებში, მათ შორის პროფესიულ კოლეჯებში არდადეგები გახანგრძლივდა. გახანგრძლივებული არდადეგების მიუხედავად, იმისათვის, რომ პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობა არ შეიზღუდოს, სამინისტრომ შეიმუშავა სპეციალური რეკომენდაციები და გეგმა, რომელიც განიხილა პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებთან. ▶️ სამინისტროს […]
კოლეჯი მოდუსი აცხადებს საგაზაფხულო არდადეგებს 2020 წლის 2 მარტიდან 2020 წლის 31 მარტის ჩათვლით.
სსიპ პროფესიული კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას დამლაგებლის პოზიციაზე. ფუნქციები: ** შენობის შიდა პერიმეტრის დასუფთავება; ** კოლეჯის გარე პერიმეტრის დასუფთავება; ** ახალი სასწავლო კორპუსის-საამქროს დასუფთავება; ** კოლეჯში სანიტარულ-ჰიგიენური პირობების დაცვა; ** სველი წერტილების რეგულარული დასუფთავება და ყოველდღიურად დეზინფექციის ჩატარება; ** სართულებზე არსებული სველი წერტილების ჰიგიენური საშუალებებით მომარაგება; სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლის გამოცდილება. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, […]
სსიპ კოლეჯ „მოდუსს“, აზიის განვითარების ბანკის ADB-ის წარმომადგენლები სტუმრობდნენ. კოლეჯის დირექტორმა, კარლო კერვალიშვილმა, სტუმრებს კოლეჯის მუშაობის სტრუქტურა გააცნო და კოლეჯში მიმდინარე და მომავალში განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრის ბოლოს, აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებმა სასწავლო აუდიტორიები და საამქროები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ფაბლაბ „მოდუსის“ მუშაობის პრინციპს.
დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა. ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოს, ეროვნული დროშის დღე 2012 წლიდან სახალხოდ აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფოს ხუთჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვარს აღდგა. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს წარმომადგენლის, დავით ჩხეიძის განცხადებით, ეროვნულ დროშას დიდი ხნის ისტორია აქვს და ევროპულ რუკებზე საქართველოს უძველესი დროიდან ხუთჯვრიანი დროშით აღნიშნავდნენ. ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო მოქალაქეებს მოუწოდებს, პატივის მიგების ნიშნად, […]
კოლეჯი მოდუსი აცხადებს საშობაო არდადეგებს 2019 წლის 30 დეკემბრიდან 2020 წლის 10 იანვრის ჩათვლით
სსიპ კოლეჯ „მოდუსში“, შემოდგომის სემესტრში, გამოცდების შედეგად ინფორმაციის ტექნოლიგიაზე და სამკერვალო წარმოებაზე წარმატებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა სწავლა დაიწყეს. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროფესიულ პროგრამებზე შემდეგი მიღება გაზაფხულის სემესტრში გამოცხადდება.
„სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში, ინფორმაციის ტექნოლოგიის 48 საათიანი სასწავლო პროგრამა დასრულდა. პროგრამა, კოლიჯი „მოდუსის“ ბაზაზე ხორციელდებოდა და მასში ჩართული იყო რუსთავის მე-4, მე-15 და 26-ე საჯარო სკოლის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები. პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით, კოლეჯმა „მოდუსმა“ პროგრამაში ჩართულ ბავშვებს და მათ მშობლებს უმასპინძლა. სტუმრებმა, კოლეჯის თეორიული და პრქატიკული სწავლისთვის განკუთვნილი აუდიტორიები […]
სსიპ კოლეჯმა „ მოდუსმა“ 19 დეკემბერს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც კოლეჯი „მოდუსის“ და 2 კერძო პროფესიული სასწავლებლების „არსის“ და „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა „ „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს. ????პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი და ის მსოფლიო ბანკის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან […]