News & Events
ციფრული საგანმანათლებლო რესურსების განვითარების კონკურსის დასკვნითი შეხვედრა: კოლეჯი „მოდუსი“ და ინოვაციური სწავლების შესაძლებლობები

ციფრული რესურსების შემუშავების მიზნით, 2024 წელს გამოცხადებული კონკურსის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი კონკურსის სხვადასხვა დროს გამარჯვებული პროექტების ავტორთა მჭიდრო კომუნიკაციას და სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებას ემსახურებოდა.
შეხვედრის ფარგლებში, პროფესიული უნარების სააგენტოს წარმომადგენლებმა ავტორთა ჯგუფებს პრეზენტაცია წარუდგინეს, ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებში საკვანძო კომპეტენციების ინტეგრირებასთან დაკავშირებით.
მონაწილეებმა მიიღეს ექსპერტის რჩევები, H5P რესურსების შექმნის ინსტრუქციებთან და H5P რესურსების Moodle-ის პლატფორმაზე შექმნასთან დაკავშირებით, ასევე რეკომენდაციები თუ როგორ უნდა წარიმართოს მუშაობის პროცესი ციფრული რესურსების შემუშავებისას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შეხვედრას აქტიურად ესწრებოდნენ კოლეჯ მოდუსის მასწავლებლები სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან ერთად. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ კონკურსში გამარჯვებული ავტორთა ჯგუფები და ციფრული რესურსების განვითარების კონსულტანტი.
