LEPL College Modus > news > მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სტუმრად კოლეჯში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი სტუმრად კოლეჯში
მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახური საინფორმაციო კამაპნაიის ფარგლებში სსიპ კოლეჯ „მოდუსის” სტუდენტებს შეხვდა.
ჩვენს სტუდენტებს დეტალურად გააცნეს სამსახურის ფუნქციები, მომხმარებელთა კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და მომსახურე კომპანიების ვალდებულებები.
ასევე, მიიღეს პრაქტიკული ინფორმაცია საჩივრისა და განცხადების წარდგენის პროცედურების, განხილვის ვადებისა და დარგის სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. შეხვედრის ბოლოს, გაიმართა შეჯიბრი და გამარჯვებულები სიმბოლური პრიზებით დაჯილდოვდნენ.