News & Events
LEPL College Modus > news > პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში
პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში
კოლეჯმა „მოდუსმა“ გარდაბნის და მარნეულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში, დაიწყო სამკერვალო წარმოების და ინფორმაციის ტექნოლოგიის მიმართულებით პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსების განხორციელება. პროგრამაში, ჩართულნი არიან მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებიც 2 თვის განმავლობაშიდა საკუთარ ძალებს მოსინჯავენ ახალი პროფესიის დასაუფლებლად.
სასწავლო პერიოდის განმავლობაში, სკოლის მოსწავლეებისთვის, ჩატარდება პროფორიენტაციული ხასიათის შეხვედრები, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება პროფესიების და პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. ასევე, სკოლის მოსწავლეები სასწავლო ექსკურსიი ფარგლებში ეწვევიან კოლეჯს და ადგილზე გაეცნობიან იმ პროფესიებს და შესაძლებლობებს, რასაც „მოდუსი“ სწავლით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს.