News & Events
მოდის დღე რუსთავში
26 ნოემბერს, სამოდელო სააგენტო l-style-ისა და კოლეჯი „მოდუსის“ კოლაბორაციით გაიმართა პროექტი „Fashion day – მოდის დღე“. პროექტის მიზანი, ატელიე სახლების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. 2022 წლის ჩვენებაზე, 6 ატელიე იყო წარმოდგენილი, რომლებმაც მოსულ სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს.
ჩვენება, კოლეჯის სტუდენტებმა სხვადასხვა პროფესიული პროგრამის სპეც. ტანსაცმლით შემოსილებმა გახსნეს. Fashion day-ზე ასევე წარმოდგენილი იყო, „მოდუსის“ სტუდენტების მიერ შექმნილი ქართული ნაციონალური სამოსი თანამედროვე ელემენტებით.
სტუმრებს საკუთარი ნამუშევრები 6 დიზაინერმა (ქეთი ნიკოლეიშვილი, მეგი მეფარიშვილი, ლიკა კვარაცხელია, სოფო ოდიშვილი, ნინო მატუაშვილი, სოფი ქათამაძე) წარუდგინა, რომელთა შორისაც 2 დიზაინერი „მოდუსის“ კურსდამთავრებულია, სამკერვალო წარმოების მიმართულებით.
კოლეჯში ასევე მოეწყო შოურუმი, სადაც წარმოდგენილი იყო „მოდუსის“ სტუდენტის, მარიამ გოგალაძის მიერ შექმნილი ხელჩანთები, „მოდუსის“ თანამშრომლის ანა კაპანაძის თიხის ნაკეთობები, ექსკლუზიური ქართული ფეხსაცმელების ბრენდი „მეია“, ესთეტიკის ცენტრი N.G, ხელნაკეთი ნივთები KATE L-გან, ჩვენების გაფორმებაზე ესთეტიკისა და სილამაზის ცენტრმა „აზიატი“ და კოლეჯის კულინარიის სტუდენტებმა იზრუნეს.
Fashion day-ს, მოდის სამყროში წარმატებული ადამიანები ესწრებოდნენ.