Computer Network and Systems (Integrated)
Computer Network and Systems (Integrated)
Duration: 36 თვე |
Lectures: 148 /ქართული ენის მოდულით 178/ |
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:: საშუალოპროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში |
სახელმწიფო დიპლომი/ატესტატი |
პროგრამის მიზანი
საგანმნათლებლო პროგრამის მიზანია, მოამზადოს ინფორმაციის ტექნოლოგიების სფეროსთვის კონკურენტუნარიანი კადრი. კერძოდ: კომპიუტერულ ქსელისა და სისტემების პროფესიული პროგრამის მიზანია კომპიუტერული ქსელისა და სისტემების კვალიფიცირებული სპეციალისტის მომზადება, რომელიც ფლობს კომპიუტერის აპარატურულ-პროგრამული უზრუნველყოფის, მცირე ზომის ქსელების ორგანიზებისა და გამართვის, ბაზისური სერვერული სერვისების ადმინისტრირების უნარ-ჩვევებს; აქვს სფეროსათვის დამახასიათებელი ძირითადი ფაქტების, პრინციპების, პროცესებისა და ზოგადი კონცეფციების ცოდნა, აცნობიერებს გართულებული ამოცანების შესასრულებლად აუცილებელ ნაბიჯებს.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საბაზო (9 კლასის) განათლების საფუძველზე.
კურსდამთავრებულთა კარიერული შესაძლებლობები:
კომპიუტერული ქსელისა და სისტემების საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის მფლობელს შეუძლია დასაქმდეს ნებისმიერ სახელწიფო/მუნიციპალურ ორგანიზაციაში ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ კომპანიაში, სადაც გამოიყენება ინფორმაციის ტექნოლოგიები, მცირე და საშუალო ზომის საოფისე ქსელებში კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკოსად, რომლის მოვალეობებშიც შედის კომპიუტერული სისტემების აპარატურულ-პროგრამული და ქსელური სერვისების გამართვა-ადმინისტრირება. ეკონომიკური საქმიანობების სახეების ეროვნული კლასიფიკატორის.
სწავლის შედეგები:
საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის კურსდამთავრებულს შეუძლია: კომპიუტერული ქსელისა და სისტემების მიმართულებით
- სერვერული ინფრასტრუქტურისგამართვისთვის საჭირო პროცედურების აღწერა;
- Windows და Linux სერვერული ოპერაციული სისტემის ინსტალაცია;
- ცენტრალური დირექტორიების სერვისების (Directory Service) ბაზისური ადმინისტრირება;
- ქსელური მისამართების მართვის სისტემის (DHCP) ბაზისური ადმინისტრირება;
- დომეინური სახელების სერვერის (DNS) ბაზისური ადმინისტრირება;
- ფაილური და ბეჭვდის სერვერის ბაზისური მართვა;
- სერვერის ვირტუალიზაციის ტექნოლოგიის ბაზისური გამართვა.
- Linux-ის საინსტალაციო პაკეტების მართვა;
- Linux-სა და UNIX-ს ოპერაციული სისტემების ბრძანებების გამოყენება;
- Linux-ის ფაილური სისტემის მართვა;
- კომპიუტერული ქსელის ფიზიკური და ლოგიკური ტოპოლოგიის ბაზისური გამართვა;
- სტატიკური მარშრუტის კონფიგურირება;
- დინამიური მარშრუტიზაციის ბაზისური კონფიგურირება;
- კომუტატორის ბაზისური კონფიგურირება;
- ვირტუალური ლოკალური ქსელის ბაზისური კონფიგურირება
About Instructors
Duration: 36 თვე |
Lectures: 148 /ქართული ენის მოდულით 178/ |
მისანიჭებელი პროფესიული კვალიფიკაცია:: საშუალოპროფესიული კვალიფიკაცია კომპიუტერულ ქსელსა და სისტემებში |
სახელმწიფო დიპლომი/ატესტატი |