პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს ადრეულ და სკოლამდელ ასაკში ბავშვზე ზრუნვას, მის აღზრდას და განვითარებას. ამ მიზნებისთვის აღმზრდელმა უნდა უზრუნველყოს უსაფრთხო და განმავითარებელი სააღმზრდელო გარემო და ამ პროცესში შეძლოს ბავშვის ოჯახთან, ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კოლექტივთან, სფეროს წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა
სრული ზოგადი განათლება
კურსდამთავრებულთა დასაქმების შესაძლებლობები
პროგრამის დასრულების შემდეგ პირს შეუძლია დასაქმდეს აღმზრდელის პოზიციაზე, ასევე იმუშაოს თვითდასაქმებით, აღმზრდელად
სწავლის შედეგები
აღმზრდელის პროგრამის დასრულების და უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის სკოლამდელ აღზრდაში მინიჭების შემდეგ პირს შეუძლია:
ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვის ჰოლისტური განვითარება, მათი ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, ინდივიდუალური შესაძლებლობების გათვალისწინებით;
მრავალფეროვანი, მასტიმულირებელი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის დაგეგმვა და მართვა;
ბავშვის განვითარების ხელშემწყობი სტრატეგიების გამოყენება;
წარმატებული, უსაფრთხო, მხარდამჭერი სააღმზრდელო გარემოს შექმნა.
Duration: 24 თვე
Lectures: 116 /ქართული ენის მოდულით 146/
Video: პროგრამის დასრულების შედეგად პირს მიენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია სკოლამდელ აღზრდაში