For those who want to study
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს რეგისტრაციას პროფესიული განათლების მიღების მსურველთათვის.
ნებისმიერ მსურველს გეძლევათ შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოთ თქვენთვის სასურველ პროფესიას.
სსიპ კოლეჯი „მოდუსი” ახორციელებს სწავლას რამდენიმე მიმართულებით:
- ინჟინერია, წარმოება და მშენებლობა
- ბიზნესის ადმინისტრირება და სამართალი
- ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიები
- სოფლის მეურნეობა, მეტყევეობა, მეთევზეობა, ვეტერინარია
თითოეული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა განსაზღვრულია შესაბამისი პროფესიული სტანდარტით. აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს მინიმუმ 7 და მაქსიმუმ 24 თვე. სასწავლებელი აღჭურვილია განახლებული ინფრასტრუქტურითა და თანამდეროვე მატერიალურ–ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით, რაც წამყვან ორგანიზაციებში პრაქტიკული კომპონენტის ათვისების საფუძველზე ყველა მსურველს მისცემს საშუალებას გახდეს კონკრეტული დარგის პროფესიონალი და დასაქმდეს.
რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ კოლეჯ „მოდუსში”,საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, რესურსცენტრსა და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ უნდა გაიაროთ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული უნარების ტესტი, რომელიც ემსახურება ჩარიცხვის პროცესის ობიექტურობასა და გამჭირვალობას. გარდა ამისა, ტესტირების მიზანია გამოავლინოს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთა უნარები და შესაძლებლობები. მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვის შემთხვევაში მოიპოვებთ სახელმწიფო დაფინანსებას და სრულიად სახელმწიფო დაფინანსებითდ მიიღებთ თქვენთვის სასურველ განათლებას.
გთავაზობთ ცხრილს, სადაც მოცემულია ინფორმაცია პროფესიული მიმართულებების მიხედვით ჩასაბარებელი პროფესიული უნარების ტესტისა და საგნის (საგნების) შესახებ.