4 ივნისს, კოლეჯ “მოდუსში” სამუშაო შეხვედრა შედგა კოლეჯის ადმინისტრაციისა და სასწავლებლის სტუდენტური კავშირის წევრებს შორის.
ინტერაქციული შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა სტუდენტების ინიციატივები და მოსაზრებები სასწავლო პროცესთან, სტუდენტურ აქტივობებთან, არაფორმალურ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები.
აღსანიშნავია, რომ “მოდუსი” ერთადერთი კოლეჯია, სადაც სტუდენტური კავშირი შეიქმნა და აქტიურად ჩაერთო კოლეჯში მიმდინარე პროცესებში და სტუდენტური ცხოვრების გააქტიურების დაგეგმვაში.