LEPL College Modus > news > შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენელთან
შეხვედრა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენელთან
22 მაისს, კოლეჯი “მოდუსის” სტუდენტებს ევროკავშირის დაფინანსებულ აქტიურ საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმოადგენელი შეხვდა.
ღონისძიების მიზანი იყო, უსაფრთხო მიგრაციის უპირატესობებზე სტუდენტების ინფორმირება და ხაზგასმა იმისა, რომ უკანონო მიგრაცია, უვიზო მიმოსვლის წესების დარღვევა ყველა შემთხვევაში წარმოშობს სირთულეებს როგორც ინდივიდუალურ, ასევე ქვეყნის დონეზე. შეხვედრაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: ტრეფიკინგი, უვიზო მიმოსვლა, უკანონო მიგრაციასთან დაკავშირებული რისკები, საქართველოდან ემიგრაცია, საქართველოში დაბრუნება და სხვა.
უფრო მეტი ინფორმაცია საინფორმაციო კამპანიის შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ ორგნიზაციის ფბ გვერდზე SBMMG და/ან კამპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე www.informedmigration.ge.