News & Events
სსიპ კოლეჯ „მოდუსს“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სსიპ კოლეჯ „მოდუსს“ საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარე, ასოციაციის თანამშრომლები და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების წარმომადგენლები (GIZ) სტუმრობდნენ.
სტუმრობის ფარგლებში კოლეჯსა და საქართველოს ტურიზმის ასოციაციის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია, ორმხმრივი თანამშრომლობის გზით ხელი შეეწყოს საქართველოს ტურიზმის მდგრად განვითარებას საგანმანათლებლო ტურიზმის მიმართულებით, მოდუსის სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას და მათი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
მემორანდუმი მოიაზრებს ერთობლივი დუალური საგანმანათლებლო პროგრამებისა თუ პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებას, რომლებიც მიმართული იქნება სამეცნიერო კვლევების, საგანმანათლებლო საქმიანობისა და სტუდენტების პროფესიული განვითარების ხელშეწყობისაკენ.
შეხვედრაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა კოლეჯში დუალური პროფესიული პროგრამების დანერგვის საკითხი იყო, რაშიც კოლეჯს აღნიშნული ორგანიზაციები მხარდაჭერას უცხადებენ.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ტურიზმის ასოციაციის თავმდჯდომარემ ნატალია კვაჭანტირაძემ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტრორმა ნინო ქავთარაძემ მოაწერა ხელი.