News & Events
პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამა
სსიპ პროფესიული კოლეჯმა ,,მოდუსი” დაასრულა პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარე საგანმანათლებლო კურსები ქ. რუსთვის 22 სკოლის 36 ჯუფში.
ქვეპროგრამის ფარგლებში, კოლეჯმა სკოლებთან თანამშორმლობით, განახორციელა შემდეგი 6 საგანმანათლებლო კურსი:
✅ ინფორმაციული ტექნოლოგიები;
✅ კერვა;
✅ ზეინკალ-სანტექნიკოსი;
✅ თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი;
✅ სამღებრო სამუშაოები;
✅ ელექტროობა (SMART განათების მოწყობა).
პროფესიული უნარების კურსები ერთმანეთთან დაკავშირებული რამდენიმე მიზნის მიღწევაზე იყო ორიენტირებული:
☑️ პროფესიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება მოსწავლეებისთვის;
☑️ მოსწავლეების პროფესიაში თვითგამორკვევა;
☑️ პროფესიისთვის საკვანძო უნარების საბაზო/საწყის დონეზე განვითარება;
☑️ პროფესიაში საკუთარი ძალების, ინტერესების და სურვილების მოსინჯვა პროფესიისთვის დამახასიათებელი სამუშაოების შესრულების გზით;
☑️ ზოგადი პროფესიული ცოდნის მიღება მისი შემდგომში გაღრმავების პერსპექტივით;
☑️ კარიერის მართვის უნარების განვითარებისა და პროფესიული არჩევანის მიღების ხელშეწყობა.
ქვეპროგრამაში ჩართულნი იყვნენ მონაწილე სკოლების მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები, რომლებსაც პროგრამის ბოლოს გადაეცათ სერთიფიკატები.