News & Events
LEPL College Modus > news > „მოდუსმა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა
„მოდუსმა“ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა
ათასწლეულის ფონდმა 2022 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა. 2022 წლის კონკურსში გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემა საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
დამსწრე სტუმრებს კოლეჯის პროფესიულმა მასწავლებელმა და პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსის 2017 წლის გამარჯვებულმა ინეზი პარუნაშვილმა სიტყვით მიმართა და საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრა.
ღონისძიებას ათასწლეულის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი ამილახვარი და კომიტეტის წევრი ხათუნა კვიციანი, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის გენერალური დირექტორი ზურაბ კერვალიშვილი, რუსთავის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერი გობრონიძე, პროფესიული უნარების სააგენტოს დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, რუსთავის საკრებულოს წევრი ამირან ჯანჯღავა და ბადრი მაჭავარიანი, კოლეჯის თანამშრომლები და სხვადასხვა კოლეჯის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიების შემდეგ სტუმრებმა კოლეჯი დაათვალიერეს და სტუდენტებს შეხვედნენ.
განაცხადის შეტანა შეგიძლიათ ბმულზე: https://millennium.org.ge/geo/aplication_122