მოდუსის ფაბლაბს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და რუსთავის მერიის წარმომადგენლები ეწვივნენ.
სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაბლაბის დანადგარებს და მუშაობის პრინციპს. ასევე, კოლეჯის სტუდენტების მიერ, ლაბორატორიის სივრცეში შექმნილ ნამუშევრებს. მიიღეს ინფორმაცია სასწავლებელში არსებულ სპეციალობებზე.
კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი, რუსთავის მერიის ინოვაციური ჰაბის პოპულარიზაციას ემსახურება და გაეროს განვითარების ფონდის მიერ არის ორგანიზებული.