ვაკანსია N2
სსიპ კოლეჯი მოდუსის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის – “ვებტექნოლოგიები” პროფესიული განათლების მასწავლებელი
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
- პროფესიული სტუდენტისებისთვის ხარისხიანი განათლების მიცემა და მათ მიმართ თანაბარი ყურადღების გამოჩენა განურჩევლად სქესის, რასის, ენის, რელიგიის, ეროვნული, ეთნიკური და სოციალური კუთვნილების, ქონებრივი მდგომარეობის და სხვა ნიშნისა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობის (სსსმ და შშმ) სტუდენტებისთვის ინდივიდუალური მიდგომების გამოყენება და ინდივიდუალური გეგმებით მათთვის ადაპტირებული სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა;
- კომპეტენციის ფარგლებში, პროგრამის შემუშავებაში/განხორციელებაში ჩართულობა, შესაბამისი მოდულების გამარტივებასა და მოდულების ადაპტირებაში მონაწილეობა ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთან და პროგრამის ხელმძღვანელთან ერთად. სასწავლო მოდულებისთვის აუცილებელი და დამხმარე ლიტერატურის შერჩევა, სწავლებისა და შეფასების მეთოდოლოგის შერჩევა, კალენდარული გეგმისა და შეფასების ინსტრუმენტების შემუშავება, პროფესიული სწავლების განხორციელება დამტკიცებული, ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მოთხოვნების შესაბამისად, პროფესიული სტუდენტის შეფასება და ასევე საჭიროების შემთხვევაში, პროფესიულ სტუდენტებთან ინდივიდუალურ საკონსულტაციო მუშაობა წინასწარ განსაზღვრული გეგმით, შეფასების ვალიდაცია/ვერიფიკაციის პროცესებში ჩართულობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით;
- კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციის შესაბამის პასუხისმგებელ პირთან ერთად, სასწავლო პროცესისთვის აუცილებელი სასწავლო რესურსის განსაზღვრა მახასიათებლებით.
სამუშაო გამოცდილება
უმაღლესი და/ან პროფესიული განათლება (მეოთხე საფეხური) ვებტექნოლოგიების მიმართულებით. სასურველია, სფეროს მიმართულებით არანაკლებ 2 წლიანი პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 14 იანვარი.
LEPL College Modus
ტელეფონი: 577 95 90 36