ვაკანსია N1
სსიპ კოლეჯი მოდუსის უსაფრთხოების ცვლის მორიგე (რუსთავი)
ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები :
● სამსახურის უფროსის დავალებით, ცვლის მორიგეების მიმდინარე საქმიანობის ორგანიზება;
● ცვლის მორიგეების მიერ, სამსახურის კომპეტენციაში შემავალი ვალდებულებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
● კოლეჯის ტერიტორიაზე განლაგებული დასაცავი ობიექტების (საწყობების, საცავების, სასწავლო საამქროების, სასწავლო კლასების და ა.შ.), მათი ხელმძღვანელების და პასუხისმგებელი პირების შესახებ ინფორმაციის ფლობა;
●ყველა ოთახის სარეზერვო გასაღებების შენახვა;
● ვიდეოსამეთვალყურეო მოწყობილობების საშუალებით მონიტორინგის წარმოება;
● ხელმძღვანელობის დავალებით, დღე-ღამის ნებისმიერ მონაკვეთში, კოლეჯის ტერიტორიაზე არსებული დასაცავი ობიექტების შემოწმება და შემოწმებისას აღმოჩენილი დარღვევების შესახებ უსაფრთხოების უფროსისთვის ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდება;
●შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ -კანონის გათვალისწინებით, შესასრულებელი სამუშაოების კვალიფიციურად შესრულება;
● საგუშაგო ჯიხურის შესაბამისი ინვენტარით და ტექნიკური აღჭურვილობით გადაბარება;
● უსაფრთხოების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, საჭიროების შემთხვევაში მისი მოვალეობის შესრულება და მასთან მუდმივი კომუნიკაცია;
● საჭიროების შემთხვევაში, სამკურნალო-პროფილაქტიკური რეჟიმის, დეზინფექციის, სტერილიზაციის და შიდა ინფექციის პროფილაქტიკის ჩატარების ვადების განსაზღვრა;
● საჭიროების შემთხვევაში სასწრაფო-გადაუდებელი ზომების მიღება;
სამუშაო გამოცდილება
შრომის უსაფრთხოების აკრედიტებული კურსის ვადიანი სერთიფიკატი (აუცილებელი)
იურიდიული ან/და სამხედრო აკადემია (სასურველი)
ვაკანსიით დაინტერესების შემთხვევაში, გადმოიწერეთ ჩვენს მიერ ატვირთული „თანდართული ფაილი“ (CV) და გადმოაგზავნეთ ელ.ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 09 აპრილი.
სსიპ კოლეჯი მოდუსი (რუსთავი)
ტელეფონი: 577 95 90 36