7 მარტს, პროფესიული კოლეჯი “მოდუსში” დევნილი კურსდამთავრებულებისთვის „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება “საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან” თანამშრომლობით შედგა და პროგრამით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსის შესახებ მოხდა მსმენელთა ინფორმირება.
პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობო იარაღებით აღჭურვა, რათა თავადვე შეძლონ საკუთარი საქმიანობის დაწყება ან განავითარება და მიიღონ შემოსავალი ისე, რომ დამსაქმებლებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. პროგრამაში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ დევნილს, რომელმაც 2015-2018 წლებში დაამთავრა სახელმწიფო პროფესიული კოლეჯი ან გაიარა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამა.