News & Events
ქართული პასკის რეცეპტი „მოდუსისგან“
ინგრედიენტები
ფქვილი, უმაღლესი ხარისხი (სასურველია ლაფამილია მწვანე) 2,500კგ
შაქარი – 0,900გრ
ვანილი-3 ცალი
საფუარი სველი – 0,020კგ (მშრალი – 0,010კგ)
რძე – 1,150 ლ
ზეთი – 0, 100 მლ
კარაქი პრეზიდენტი – 0,100კგ
მარგარინი ონა – 0,100კგ
კონიაკი – 0,150ლ
კვერცხი – 10ც
ქიშმიში – 0,500კგ
მიხაკი მარცვალი – 0,010კგ
დარიჩინი ჩხირი – 0,010კგ
ლიმონი – 5 ცალი
ფორთოხალი – 5 ცალი
მარილი – 0,010კგ
მომზადება:
1.ლიმომის და ფორთოხლის ცედრა ავსრისოთ 50გრ შაქართან,
2.დავნაყოთ მიხაკი და დარიჩინი დავუმატოთ ვანილი და კონიაკი.
3.ხაში: რძე + საფუარი+ შაქარი + ფქვილი
4.დავალობთ ქიშმიში წყალში.
5.გოგლიმოგლი + ბეზე შაქართან ცალცალკე.
გოგლიმოგლში დავუმატოთ ხაში, ფქვლი,მარილი, ბეზე, და ასე ნელნელა თანმიმდევრულად სანამ ფქვილს არ შეიზელს ბოლომდე, დავუმატოთ ცედრა + გაწურული კონიაკი და მოვზილოთ კარგად, დავუმატოთ გამდნარი ცხიმი, გადავზილოთ ისევ ზეთიანი ხელით ასე 3-ჯერ ყოველ ამოსვლაზე. მე-4 ეტაპზე ვანაწილებთ გუნდებს ფორმებში ისევ ამოგვყავს და ვაცხობთ 80 გრადუსზე 15 წთ. 15 წთ ის შემდეგ აგვყავს ტემპერატურა 90 გრადუსზე, 10 წუთის შემდეგ 100გრადუსზე და ასე ვაგრძელებთ სანამ არ ავალთ 160 გრადუსამდე. ცხობა მიმდინატეობს 40 წუთიდან 60 წუთამდე, გააჩნია პასკის წონას და რაოდენობას. გამოცხობის შემდეგ, კარგად უნდა გაცივდეს პასკა და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი მინანქარით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით მისი მორთვა და მირთმევა.