23 აპრილს, კოლეჯ “მოდუსს” სასწავლო ტურის ფარგელბში, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, სათემო ცენტრების ლიდერები, ბიზნეს სექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლები და სათემო რადიო “მარნეულის” მოხალისეები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოხდა ვიზიტორთა ინფორმირება პროფესიული განათლების, სასწავლო შესაძლებლობებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ.
სტუმრებში დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია კოლეჯის ბაზაზე არსებულმა ინოვაციურმა ლაბორატორიამ “ფაბლაბ მოდუსმა”.
სასწავლო ტური ჩატარდა პროექტის „სამოქალაქო სექტორი მუნიციპალური პოლიტიკის შემუშავებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ააიპ „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებისა“ და ააიპ „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“ მიერ, სათემო რადიო „მარნეულთან“ პარტნიორობით.