News & Events
პროფესიული განათლების მასწავლებელი
სსიპ კოლეჯი “მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას პროფესიული განათლების მასწავლებლის პოზიციაზე, მარნეულში, რეგიონული ტურისტული მეგზურის მომზადება/გადამზადების პროგრამისათვის.
ფუნქციები (მოვალეობები): მოკლევადიანი მომზადება/გადამზადების პროგრამის ფარგლებში მსმენელების მომზადება რეგიონული ტურისტული მეგზურად. სასწავლო პროცესის პროცესის თეორიული და პრაქტიკული ნაწილის დაგეგმვა, მომზადება, ჩატარება.
მოთხოვნები:
პროფესიულმა მასწავლებელმა უნდა იცოდეს:
** ტურიზმის/მოგზაურობის ინდუსტრიის;
** გლობალური, ეროვნული და ლოკალური მნიშვნელობა;
** მეგზურის/გიდის პროფესიის საერთაშორისო დარგობრივი სტანდარტები და ეთიკის ნორმები;
** ტურისტული რესურსების მახასიათებლები და ტურისტული პროდუქტის კონცეფცია;
** ტურის ფორმები და დანიშნულება;
** ექსკურსიის შექმნის მეთოდები და ხერხები;
** რეგიონის სპეციფიკაცია.
პროფესიულ მასწავლებელს უნდა შეეძლოს:
** ტურის დაგეგმვა/შედგენა;
** ჯგუფის გაძღოლა /ორგანიზება;
** საამბობი ტექსტის შემუშავება;
** ტექსტის მოყოლა/წარდგენა;
** ჯგუფის წევრების უსაფრთხოებაზე ზრუნვა;
** მეგზურის/გიდის ვალდებულებების დაცვა;
** ჟესტური მხარის გამოყენება კომუნიკაციისას;
** ინტერპრეტაციის ტექნიკების გამოყენება;
** სოციალურ ქსელებში მუშაობა;
** ფოტოების გადაღება და დამუშავება სხვადასხვა მოწყობილობაზე;
** წარდგენების მომზადება-ჩატარება.
პიროვნული თვისებები:
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა;
** პრობლემებზე მყისიერი რეაგირება;
** პროფესიული ეთიკის ნორმების დაცვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: ბაკალავრი (სავალდებულო). ფორმალური ან არაფორმალური განათლება ტურიზმის სფეროში (სასურველი);
** სამუშაო გამოცდილება: ტურისტულ სფეროში საქმიანობის გამოცდილება მინიმუმ 3 წელი (სავალდებულო);
** სასურველია: სასწავლო დაწესებულებაში მასწავლებლად/ტრენერად მუშაობის გამოცდილება, საერთაშორისო პროექტში, პროგრამაში ან ორგანიზაციაში მუშაობის გამოცდილება;
** პროექტების შექმნისა და მართვის გამოცდილება.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ შეავსოთ ჩვენს მიერ ატვირთული თანდართული ფაილი (CV) და გადმოაგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: n.mtvarelidze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 1 ივნისი 17:00 სთ.
სსიპ კოლეჯი “მოდუსი”
ტელეფონი: 551 095 948