News & Events
LEPL College Modus > news > კოლეჯი მოდუსის დირექტორის, პავლე თვალიაშვილის ვიზიტი, ვიშეგრადის წევრ ქვეყნებში გრძელდება.
კოლეჯი მოდუსის დირექტორის, პავლე თვალიაშვილის ვიზიტი, ვიშეგრადის წევრ ქვეყნებში გრძელდება.
2021 წლის 15 ოქტომბერს, კოლეჯ „მოდუსის“ დირექტორი, პავლე თვალიაშვილი სასწავლო ტურის ფარგლებში ჩეხეთში, ქალაქ კოსტილეც ნად ორლიცის პროფესიულ სასწავლებელს სტუმრობდა.
სასწავლებელი აერთიანებს სოფლის მეურნეობის საშუალო სკოლას (პროფესიული სწავლების ინტეგრირებული პროგრამა) და პროფესიულ სასწავლებელს (მომზადების პროგრამებს აირ-კონდიცირებისა და მაცივრების მიმართულებით). ასევე სამუშაო შეხევდრა შედგა პავლე თვალიაშვილსა და სასწავლებლის დირექტორ, ქალბატონ ივონა ბუჟკოვას შორის.
„მოდუსის“ დირექტორმა, პროგრამის მონაწილეებთან (ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და უკრაინიდან) ერთად სასწავლებლის სასწავლო და პრაქტიკის სივრცეები, სოფლის მეურნეობის ტექნიკის ფარეხი დაათვალიერეს.
კოლეჯ „მოდუსსა“ და პროფესიულ სასწავლებელს შორის მომავალი თანამშრომლობის მიზნით გაიმართა სამუშაო დისკუსია, პავლე თვალიაშვილსა და ქალბატონ ივონა ბუჟკოვას შორის. მონაწილეები შეთანხმდნენ რომ განიხილავენ ერასმუსის პროგრამაში პროექტის შექმნის შესაძლებლობას სტუდენტებისა და მასწავლებლების მონაწილეობით.
პროექტს “Carpathian and Caucasian Youth Initiatives Project” საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია „სიქა“ სლოვაკური ორგანიზაციის “LEGEND FOTO”-ს ლიდერობით ახორციელებს. 2021 წლის 9-18 ოქტომბერს პროექტის ფარგლებში ტარდება სასწავლო ტური ვიშეგრადის ქვეყნებში: უნგრეთი, პოლონეთი, ჩეხეთი და სლოვაკეთი. პროექტს აფინანსებს ვიშეგრადის ფონდი.