სიახლეები
კოლეჯში „მოდუსი“ შედუღების სასწავლო კურსზე რეგისტრირებულ პირებთან საინფორმაციო შეხვდრა გაიმართა, რომელსაც კომპანია Domson’s Engineering & Construction-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კოლეჯი „მოდუსის“ და კომპანია Domson’s Engineering & Construction-is თანამშრომლობის ფარგლებში, შედუღების კურსის სტუდენტები, თეორიულ სასწავლო კომპონენტს კოლეჯში, ხოლო პრაქტიკულ კომპონენტს კომპანიის საწარმოო ბაზაზე გაივლიან. სასწავლო კურსის დასრულების შემდგომ, წარმატებული კურსდამთავრებულები, კომპანია Domson’s Engineering & Construction-ში, შედუღების მიმართულებით […]
22 აპრილს, კოლეჯის სტუდენტები, მასწავლებლები და ადმინისტრაციის თანამშრომლები დედამიწის დღის საერთაშორისო ღონისძიებას ხეების დარგვის აქციით შეუერთდნენ. მათ, კოლეჯი „მოდუსის“ ეზოში ფიჭვის ნერგები დარგეს.
სსიპ კოლეჯში „მოდუსი“, სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ნახატების და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა გაიხსნა. გამოფენა, სტუდენტური ცხოვრების წახალისებას და მოტივაციის ამაღლებას ისახავს მიზნად. გამოფენის ორგანიზატორის, ანა ჯავახიშვილის თქმით, კოლეჯის საქმიანობაში ჩართული ნებისმიერი პირის, ეს იქნება სტუდენტი, მასწავლებლი თუ ადმინისტრაციის თანამშრომელი, თითოეულის ნიჭი და უნარები, რომელიც სასწავლო და სამუშაო პროცესში შესაძლოა არ ვლინდებოდეს, მსგავის გამოფენებით […]
კოლეჯის დირექტორმა, პავლე თვალიაშვილმა (iEARN-ის კოორდინატორი საქართველოში) კოლეჯის თანამშრომლებს საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილეობის შესაძლებლობები და პრინციპები გააცნო. პარალელურად, კოლეჯის ინგლისურის მასწავლებელი, ეკა შალამბერიძე (Eka Shalamberidze). “iRARN”-ის ქსელში გაწევრიანდა. ეკა შალამბერიძემ, კოლეჯის სკოლამდელი აღზრდის პროგრამის სტუდენტებს, “iEARN” თანამშრომლობითი საერთაშორისო პროექტი გააცნო, რის შემდეგაც, კოლეჯის სტუდენტები ახალ პროექტებში ჩაერთვებიან. მათ საშუალება აქვთ, 140 ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან იკონტაქტონ და […]
15 აპრილს, 15:00 საათზე, კოლეჯი „მოდუსის“ საკონფერენციო სივრცეში (410) სტუდენტების, პროფესიული მასწავლებლების და ადმინისტრაციის თანამშრომლების ხელნაკეთეი ნივთების და ნახატების გამოფენა გაიმართება. გამოფენას მოწვეული სტუმარი, მხატვარი, ნათია კაპანაძე დაესწრება, რომელიც საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებს. გამოფენა 4 დღის განმავლობაში, 20 აპრილამდე გაგრძელდება. თუ ხარ სტუდენტი, ან პროფესიული მასწავლებელი და გსურს, რომ გამოფენაზე შენს მიერ ხელნაკეთი ნივთებიც იყოს წარმოდგენილი, […]
„ მოდუსში“, სტუდენტური ცხოვრების წახალისების მიზნით, პოზიის საღამო მოეწყო, რომლის მიზანიც შემოქმედებითი, ემოციური და საინტერესო გარემოს შექმნა იყო. მოწვეული იყვნენე პოეტები: თემურ ელიავა, გიორგი ბალახაშვილი და გიორგი ჯიმშელიეშვილი. პოეზიის საღამოს ფარგლებში, პოეტებმა საკუთარი ლექსები წაიკითხეს და შეხვედრის დასასრულს, სტუდენტებთან საეთო ფოტოები გადაიღეს. შეხვედრა, სასწავლო პროცესის მენეჯერის, ანა ჯავახიშვილის ორგანიზებით ჩატარდა.
პროფესიული სადიპლომო პროგრამების დამატების მიზნით, ადგილობრივ ფერმერებთან, მებაღეობის და მებასტნეობის მიმართულებით აქტიური შეხვედრები იმართება, რათა პარტნიორობის ფარგლებში, კოლეჯის სტუდენტებმა პრაქტიკული სასწავლო მოდულები რეალურ სამუშაო გარემოში გაიარონ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში 4 ფერმერს შევხვდით და ადგილზე გავეცანით შესაძლებლობებს, რომლის ფარგლებშიც, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდება კოლეჯ „მოდუსსა“ და ფერმერებს შორის.
კოლეჯი „მოდუსის“ ინიციატივით, ორგანიზაცია „სიქასთან“ პარტნიორობის ფარგლებში, გაიმართა ონლაინ შეხვედრა თემაზე: პროფესიული განათლება საქართველოში, გამოწვევები, და მიღწევები კოლეჯი “მოდუსის” მაგალითზე. ონლაინ შეხვედრა წინ უძღოდა სკოლის მოსწავლეებს შორის ონლაინ დებატებს, სადაც ფინალში გასული გუნდები ერთამენთს დაუპირისპირდნენ თემაზე: პროფესიული განათლება საბაზო საფეხურზე სავალდებულო უნდა იყოს თუ არა. შეხვედრას, სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ დირექტორი პავლე თვალიაშვილი და პროფორიენტაციისა და […]
მებაღეობის სადიპლომო პროფესიული პროგრამის სტუდენტები, პრაქტიკული სასწავლო მოდულის ფარგლებში, სსიპ კოლეჯი „მოდუსის“ ეზოში საგაზაფხულო სამუშაოებს აწარმოებენ, რაც მიწის დამუშავებას, ნიადაგის მომზადებას, ყვავილების დარგვას და გასხვლას მოცავს.
მოსწავლეებმა, კოლეჯის მატერიალურ – ტექნიკური ბაზა დაათვალიერეს და პროფესიულ პროგრამებზე, პროფესიის არჩევის მნიშვნელობაზე კარიერისა და პროფორიენტაციის მენეჯერისგან, გენო იმერლიშვილისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სტუმრობის ფარგლებში, მე-16 სკოლის მოსწავლეები, სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიასაც სტუმრობდნენ, სადაც ფაბლაბის მუშაობის პრინციპებს გაეცნენ.