სიახლეები
23 აპრილს, კოლეჯ “მოდუსს” სასწავლო ტურის ფარგელბში, მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სოფლად მცხოვრები ახალგაზრდები, სათემო ცენტრების ლიდერები, ბიზნეს სექტორის ახალგაზრდა წარმომადგენლები და სათემო რადიო “მარნეულის” მოხალისეები სტუმრობდნენ. ვიზიტის ფარგლებში, მოხდა ვიზიტორთა ინფორმირება პროფესიული განათლების, სასწავლო შესაძლებლობებისა და პროფესიული პროგრამების შესახებ. სტუმრებში დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია კოლეჯის ბაზაზე არსებულმა ინოვაციურმა ლაბორატორიამ “ფაბლაბ მოდუსმა”. სასწავლო ტური […]
18 აპრილს, კოლეჯ “მოდუსს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი, ზვიად როსტომაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ და სასწავლებელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ. სტუმრებმა პროფესიული სასწავლებელის სპეციალობებსა და მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ,,ფაბლაბის“ დანადგარები და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები. […]
18 აპრილს, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში “მოდის სახლი ნატალი”-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე კოლეჯი “მოდუსის” კურსდამთავრებულების შეკერილი სამოსის ჩვენება და სხვა მონაწილეეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა. ღონისძიება საინტერესო და სანახაობითი გამოვიდა. ჩვენება გაფორმებული იყო შოუს ელემენტებით, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით. ჩვენების დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია კოლეჯის სტენდმა, სადაც პროფესიული […]
2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით კოლეჯ “მოდუსში” პედაგოგებისთვის და სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. ღონისძიებას წარუძღვა ორგანიზაცია “პარტნიორობა თანასწორობისთვის” ხელმძღვანელი ნინო ნანუაშვილი.
კოლეჯი მოდუსის სტუდენტების და კურსდამთავრებულების საყურადღებოდ ‼️ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მიღებას პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ლიდერის პოზიციაზე: განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2019 წლის 14 აპრილი. გადადით ბმულზე და გაეცანით ვაკანსიაზე დეტალურ ინფორმაციას https://drive.google.com/…/0B5ZKCFh6ZSwZaGtRSjJ3WHo0M…/view…
მოდუსის ფაბლაბს კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების ჯგუფი და რუსთავის მერიის წარმომადგენლები ეწვივნენ. სტუმრები დეტალურად გაეცნენ ფაბლაბის დანადგარებს და მუშაობის პრინციპს. ასევე, კოლეჯის სტუდენტების მიერ, ლაბორატორიის სივრცეში შექმნილ ნამუშევრებს. მიიღეს ინფორმაცია სასწავლებელში არსებულ სპეციალობებზე. კოლუმბიის უნივერსიტეტის სტუდენტების ვიზიტი, რუსთავის მერიის ინოვაციური ჰაბის პოპულარიზაციას ემსახურება და გაეროს განვითარების ფონდის მიერ არის ორგანიზებული.
7 მარტს, პროფესიული კოლეჯი “მოდუსში” დევნილი კურსდამთავრებულებისთვის „დევნილთა თვითდასაქმების ხელშეწყობის პროგრამის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება “საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოსთან” თანამშრომლობით შედგა და პროგრამით გათვალისწინებული საგრანტო კონკურსის შესახებ მოხდა მსმენელთა ინფორმირება. პროგრამის მიზანია იძულებით გადაადგილებულ პირთა სახელობო იარაღებით აღჭურვა, რათა თავადვე შეძლონ საკუთარი საქმიანობის დაწყება ან განავითარება და მიიღონ შემოსავალი ისე, რომ დამსაქმებლებზე აღარ იყვნენ დამოკიდებულნი. პროგრამაში მონაწილეობა […]
კოლეჯი “მოდუსის” გუნდის კიდევ ერთი წარმატება 25 თებერვალს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, „სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამის“ ორწლიანი საქმიანობა შეაჯამა, სადაც პროფესიული უნარების განვითარების პროგრამაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელები გადაეცათ სსიპ პროფესიულ კოლეჯ “მოდუსს” და მის თანამშრომელს, პროფორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის მენეჯერს – გენო იმერლიშვილს. […]
20 თებერვალს, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი” მოწვევით, “მოდის სახლი ნატალი”-ს ხელმძღვანელი კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა ღონისძიება საინფორმაციო ხასიათს ატარებდა, დამსწრე აუდიტორიას პრეზენტაციის ფორმატში ინფორმაცია მიეწოდა მოდის სახლის საქმიანობის შესახებ და მოეწყო სტუდენტებისთან თანამშრომლობის შესაძლებლობის განხილვა.