News & Events
სსიპ კოლეჯი მოდუსი > Uncategorized > სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” 2024 წლის მიღებისას აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 03 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით
სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” 2024 წლის მიღებისას აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების წარმოდგენის ვადა განისაზღვრა 2024 წლის 03 ივლისიდან 12 ივლისის ჩათვლით
- განცხადება დირექტორის სახელზე;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- ზოგადი საბაზო და/ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
(ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვისა და
საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული) და/ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე; - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი და ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირების შემთხვევაში).
- კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი
დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ. - საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებით განსაზღვრული, საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი ან საშუალო ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
- არასრულწლოვანი, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი აპლიკანტისათვის დამატებით წარმოსადგენი საბუთები:
ა. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი,
ბ. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი);
გ. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).