ქართული და უცხოური კერძების მომზადება
ქართული და უცხოური კერძების მომზადება
ხანგრძლივობა 20 კვირა 300 საათი |
სახელმწიფო სერტიფიკატი |
პროგრამის სახე – მომზადება
ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს დონე – მესამე
დაშვების წინაპირობა -საბაზო განათლება
სწავლის ხანგრძლივობა – 20 კვირა, 300 საკონტაქტო საათი
კურსის ღირებულება – ფინანსდება სახელმწიფოს მიერ
განხორციელების ადგილი – ქ.რუსთავი. ჟ. შარტავას გამზ.N4
პროგრამის აღწერილობა
პროფესიული მომზადების პროგრამა – „ქართული და უცხოური კერძების მომზადება“-ს მიზანია მოამზადოს პირი, რომელიც შეძლებს საქონლის, ხბოს ხორცის და სუბპროდუქტებისაგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას, ღორის ხორცისა და სუბპროდუქტებისაგან კერძების მომზადებას, ფრინველის ხორცისა და სუბპროდუქტებისაგან კერძების, მათ შორის წვნიანი კერძების მომზადებას. ბოსტნეულისა და ბაღჩეულისაგან წვნიანი კერძების მომზადებას, სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოების გავრცელებული (ძირითადი კერძების) წვნიანი კერძების , სალათების, გარნირების მომზადებას,გრილის დანადგარების შერჩევას და სხვადასხვა კვების პროდუქტის მომზადებას გრილზე (ფრინველისა და საქონლის ხორცი, ზღვის პროდუქტი,ბოსტნეული, ხილი).
პროგრამის გავლის შემდეგ მიღებული ცოდნა და უნარები შეუწყობს ხელს კურსდათავრებულის დასაქმებას აღნიშნული მიმართულებით, ნებისმიერი ტიპის სასტუმროში, რესტორანსა და სხვა კვებისა და შინა მეურნეობებში, სადაც ამზადებენ საკვებს, შემდეგ პოზიციებზე: სასურსათო კვების მომსახურების პუნქტების მომსახურე პერსონალი, მზარეულები, სამზარეულოში დამხმარეები.
პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ კურსდამთავრებული მიიღებს კვალიფიკაციის დამადასტურებელ, სახელმწიფოს მიერ აღიარებულ სერტიფიკატს დანართით.
ხანგრძლივობა 20 კვირა 300 საათი |
სახელმწიფო სერტიფიკატი |