News & Events
2022 წლის მიღებისთვის წარსადგენი დოკუმენტები
სსიპ კოლეჯ ,,მოდუსში” 2022 წლის მიღებისას აპლიკანტთა ჩარიცხვის მიზნით, დოკუმენტების წარმოდგენის ვადაა 2022 წლის 04 ოქტომბრიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით: აპლიკანტთა მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხაა:
1. განცხადება დირექტორის სახელზე;
2. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
3. ზოგადი საბაზო და/ან საშუალო განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების მართვისა და
საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული) და/ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი (ნოტარიულად დამოწმებული ან კოლეჯის ადამიანური რესურსების
მართვისა და საქმისწარმოების მენეჯერის მიერ დადასტურებული), რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
4. კოლეჯი უფლებამოსილია აპლიკანტს არ მოსთხოვოს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ აღნიშნული განათლების შესაბამისი საფეხურის დაძლევა, აპლიკანტის
რეგისტრაციის მომენტში, დადასტურებულია მართვის სისტემის მიერ.
5. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაცხოვრებელთა მიერ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2009 წლის 19 მარტის N147 ბრძანებით განსაზღვრული,
საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აღიარებული დოკუმენტი პირის მიერ ზოგადი ან საშუალო ან იმ განათლების მიღების შესახებ, რომელიც
შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე;
6. არასრულწლოვანი, ქმედუუნარო/შეზღუდულქმედუნარიანი აპლიკანტისათვის დამატებით წარმოსადგენი საბუთები: ა. აპლიკანტის დაბადების მოწმობის ასლი,
ბ. მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი(ასლი); გ. საჭიროების შემთხვევაში მზრუნველობის შესახებ გაცემული ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი (მინდობილობა).