News & Events
სსიპ კოლეჯი მოდუსი > სიახლეები > „მოდუსის“ ადმინისტრაციასა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებს შორის გაცნობითი ხასითის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
„მოდუსის“ ადმინისტრაციასა და რუსთავის საჯარო და კერძო სკოლის დირექტორებს შორის გაცნობითი ხასითის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
სკოლის დირექტორები გაეცნენ კოლეჯის მიღწევებს, გამოწვევებს, პროფესიულკ განათლებაში დანერგილ და განსახორციელებელ სიახლეებს, პროფესიულ პროგრამებს, რომელსაც კოლეჯი რუსთავში ახორციელებს. დაათვალიერეს კოლეჯის ინფრასტრუქტურა და სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია.
ვიზიტის ფარგლებში, კოლეჯსა და სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა.
შეხევდრაზე, პროფესიულ სადიპლომო პროგრამების გაცნობის გარდა, საუბარი ინტეგრირებულ პროგრამასაც შეეხო, რამაც დირექტორების დიდი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, კოლეჯის წარმომადგენლები თითოეულ სკოლაში შეხვდებიან მოსწავლეებს და მათ მშობლებს და ინფორმაციას მიაწვდიან პროფესიული პროგრამების და იმ შესაძლებლობების შესახებ, რასაც კოლეჯი სწავლით დაინტრესებულ პირებს სთავაზობს.
რა არის ინტეგრირებული პროგრამა? პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.