მარნეულში, კოლეჯის სტუდენტებს დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ
მარნეულში, კოლეჯ „მოდუსში“ დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი პროფესიული სტუდენტების დასაქმების ხელშეწყობა და დასაქმების სააგენტოს სერვისების შესახებ ინფორმაციის გაზიარებაა. სააგენტოს წარმომადგენლებმა, სტუდენტები შრომის ბაზრის მართვის საინოფრმაციო სისტემა – worknet.gov.ge-ზე დაარეგისტრირეს და სხვადასხვა სასერთიფიკატო პროგრამაში ჩართვა შესთავაზეს.
სისტემაში რეგისტრაციის შემდეგ, სტუდენტები საკუთარი ინტერესების შესაბამისად მიიღებანე ინფორმაციას სხვადასხვა ვაკანსიის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, გარდა იმ სტუდენტებისა, რომლებიც კოლეჯის პარალელურად სკოლაშიც სწავლობენ.