News & Events
საინფორმაციო კამპანია ნატოსა და ევროკავშირის შესახებ
საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ქალაქ რუსთავში, პროფესიული კოლეჯის „მოდუსი“ სტუდენტებთან ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა ქვემო ქართლში, თემურ სუყაშვილმა ისაუბრა საქართველო – ნატოს ურთიერთობის მნიშვნელოვან დეტალებზე, მიღწევებზე, ინტეგრაციის მექანიზმებზე. ყურადღება გამახვილდა საზოგადოებაში მომძლავრებულ ანტიდასავლურ პროპაგანდაზე. მონაწილეები გაეცნენ ყალბი ინფორმაციისა და მანიპულაციების გავრცელების გზებსა და საფრთხეებს, მათთან ბრძოლის ხერხებსა და იმ მეთოდებს, რომლითაც შესაძლებელია ამგვარი ინფორმაციის გადამოწმება და გავრცელებული სტერეოტიპების აღმოფხვრა. დისკუსიის ფორმატში მსმენელებმა დასვეს შეკითხვები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესზე და თანმდევ გამოწვევებზე.
პროექტი საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტისა და საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით იმართება და მისი მიზანია ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების შესახებ რეგიონებში ეფექტიანი კომუნიკაცია.