News & Events
ვაკანსია: საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი
სსიპ “კოლეჯი მოდუსი” აცხადებს ვაკანსიას საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თანამდებობაზე.
ფუნქციები:
** კოლეჯის PR სტრატეგიის შემუშავება;
** სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება კოლეჯის იმიჯის ასამაღლებლად;
** ღია კარის დღეების, გამოფენების, პრეზენტაციების, კონკურსების, შეჯიბრების, დაჯილდოებების და სხვა მსგავსი ღონისძიებების დაგეგმვისა და ორგანიზების უზრუნველყოფა;
** ვებ-გვერდის და Facebook გვერდის მართვა/ადმინისტრირება სტრუქტურისა და შინაარსის განსაზღვრა, მონიტორინგი და მუდმივი განახლება;
** ვებ-გვერდის და სოციალური მედიის საშუალებით თემატური გამოკითხვების წარმოება;
** საქმიანი შეხვედრების, ღონისძიებების ფოტო-ვიდეო გადაღება და დამუშავება;
** პრეს-კონფერენციების ორგანიზება და მედია საშუალებებთან რეგულარული
** კონტაქტის შენარჩუნება;
** წინადადებების შემუშავება საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ (მათ შორის სოციალური მედიის გამოყენებით);
** კოლეჯის მიერ შექმნილი ელექტრონული და ბეჭდური პროდუქციის (ვებ-გვერდი, ლოგო, ელექტრონული ანგარიშები, ბრუშურები და სხვა მასალები) დიზაინის შემუშავება;
** მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის (როგორც ბეჭდვითი, ისე ელექტრონული), თემატური სტატიების, საინფორმაციო ბიულეტენების, ცნობების,
** ანონსებისა და ანგარიშების, ბროშურების, სლაიდ-შოუების, აუდიო და ვიდეო მასალების, სარეკლამო განცხადებების და სხვა მომზადება
** ორგანიზების უზრუნველყოფა;
** საზოგადოებრივი აზრის, განწყობის და პრობლემების პროგნოზირება, ანალიზი და ინტერპრეტირება, რამაც რამდენადმე შეიძლება გავლენა მოახდინოს პროფესიული კოლეჯის გეგმებზე;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლების დონე: ბაკალავრი ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
** განათლების სფერო: საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით (სასურველი)
** კომპიუტერული პროგრამები: Microsoft Office Word, Microsoft Office Excel, Microsoft Office PowerPoint, Microsoft Office Outlook
** სამუშაო გამოცდილება: მსგავს პოზიციაზე არანაკლებ 3 წლის მუშაობის გამოცდილება
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული ფაილი (წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება) და გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: a.kapanadze@modusi.ge
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა: 22.09.2019 წელი.
მისამართი: ქალაქი რუსთავი, შარტავას გამზირი №4
სსიპ “კოლეჯი მოდუსი”
ტელეფონი: 577 95 90 36