???? 15-16 ივნისს, თბილისში – პირველი რესპუბლიკის მოედანზე პროფესიული განათლების ქართულ-გერმანული დღეები გაიმართა.
ღონისძიება წარმოაჩენს პროფესიული განათლების პოტენციალს დასაქმებისა და ეკონომიკის განვითარებისთვის, ასევე კერძო-საჯარო პარტნიორობის მნიშვნელობას დუალურ პროფესიულ განათლებაში. სტუმრებს შეუძლიათ დაათვალიერონ ათობით თემატური საინფორმაციო ზონა და გაეცნონ ქართულ-გერმანულ პარტნიორობას პროფესიულ განათლებაში. გარდა ამისა, მოისმინონ ისტორიები წარმატებული კარიერული შესაძლებლობების შესახებ, რასაც პროფესიული განათლება იძლევა.