კოლეჯ მოდუსში მიმდინარე მეწარმეობის ინოვაციური კურსი დასრულდა მონაწილეების საინტერესო / ინოვაციური ბიზნეს გეგმების წარმოდგენით და კლიპის ჩაწერით. კოლეჯი ულოცავს მონაწილე სტუდენტებს ამ საინტერესო პროექტში მონაწილეობას, კურსის წარმატებით დასრულებას და იმედს გამოვთქვამთ, რომ სესიების ფარგლებში შექმნილი ინოვაციური იდეები “დღის სინათლეს იხილავენ”
ცნობისთვის, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებით ა(ა)იპ “გარემო და განვითარება” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და კალიფორნიის უნივერსიტეტის, დევისის D-Lab-თან პარტნიორობით ახორციელებს პროფესიული სასწავლებლების გაძლიერების პროექტს, რომლის მიზანია მეწარმეობის სწავლების ხელშეწყობა ახალი სასწავლო მოდულის განვითარებისა და პროექტზე დაფუძნებული სწავლების პრინციპების დანერგვის გზით.
პროექტის ფარგლებში კალიფორნიის უნივერსიტეტის (UC Davis) გამოცდილების საფუძველზე და ევროპული EntreComp კომპეტენციების ჩარჩოს ფარგლებში იქმნება მეწარმეობის სპეციალური მოდული და დამხმარე მასალები, რომლებიც, თავის მხრივ, დაფუძნებულია პროექტული სწავლების მეთოდზე.