შეხვედრაზე „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს
სსიპ კოლეჯმა „ მოდუსმა“ 19 დეკემბერს სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა, რომელსაც კოლეჯი „მოდუსის“ და 2 კერძო პროფესიული სასწავლებლების „არსის“ და „მარნეულის საზოგადოებრივი კოლეჯის“ მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა „ „პროფესიული განთლების მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტის“ პროექტზე იმსჯელეს.
????პროექტის მხარდამჭერია გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდი და ის მსოფლიო ბანკის მიერ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს. პროფესიული განათლების მასწავლებლის სტადარტი და ეთიკის კოდექსი ის ფუნდამენტური დოკუმენტებია, რომელზე დაყრდნობითაც პროფესიული მასწავლებლების მომზადების, პროფესიაში შესვლისა და პროფესიული განვითარების ღონისძიებები იგეგმება