18 აპრილს, კოლეჯ “მოდუსს” განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, ნათია ზედგინიძე და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უფროსი, ზვიად როსტომაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესტუმრნენ და სასწავლებელში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნენ.
სტუმრებმა პროფესიული სასწავლებელის სპეციალობებსა და მიმართულებების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, დაათვალიერეს კოლეჯის ბაზაზე არსებული სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია ,,ფაბლაბის“ დანადგარები და სტუდენტების მიერ შექმნილი ნამუშევრები.
“მოდუსი” ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე სრულად რეაბილიტირდება. სასწავლებელი აღიჭურვება სპეციალური სახელოსნო დანადგარებით. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, სასწავლო პროგრამების რაოდენობა 16-მდე გაიზრდება და 1000 სტუდენტის მომსახურებას შეძლებს.