პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხულთა სია და მისაღები საბუთების ჩამონათვალი
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასარიცხად დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია 2020 წლის 17 სექტემბრიდან 29 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ჟიული შარტავას #4.
წარსადგენი დოკუმენტები:
განცხადება დირექტორის სახელზე, (განცხადება იწერება კოლეჯში, წინასწარ გამზადებულ ფორმაში);
აპლიკანტის ან/და მისი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
წარმომადგენლის მომართვის შემთხვევაში წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების მოწმობა, გადაწყვეტილება მეურევედ ცნობის, პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ)
ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან განათლების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის ასლი, რომლის მიღებაც შეუძლებელი იქნებოდა ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის გარეშე.