News & Events
„მოდუსში“ საკოორდინაციო საბჭოს პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკოორდინაციო საბჭოზე კოლეჯის განვითარების და ახალი პროგრამების შემუშავების მიმართულებით იმსჯელეს, ყურადღება გამახვილდა იმ გამოწვევებზე, რომელიც კოლეჯის წინაშეა. საბჭოს წევრებისთვის კარიერის დაგეგმვისა და პროფორიენტაციის მენეჯერჯმა, გენო იმერლიშვილმა პრეზენტაცია წარადგინა, რომლის დახმარებითაც წევრები გაეცნენ კოლეჯის საქმიანობას რუსთავსა და მარნეულში, პროფესიულ პროგრამებს, სხვადასხვა სერვისებს, რომელთაც სწავლით დაინტერესებულ პირებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ვთავაზობთ.
სამუშაო შეხევდრის ფარგლებში, საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარედ, რუსთავის მერი, ნინო ლაცაბიძე აირჩიეს, საბჭოს წევრები ასევე არიან კოლეჯ „მოდუსის“ აღმზრდელის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი და პროფესიული მასწავლებელი ეკა ხუციშვილი, კოლეჯის სტუდენტური კავშირის თავმჯდომარე, ნიკა გოგოლაძე, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენელი, პავლე თვალიაშვილი და ბიზნეს სექტორის წარმომადგენელი, ლაშა ბიკაშვილი.