18 აპრილს, რუსთავის ისტორიულ მუზეუმში “მოდის სახლი ნატალი”-ს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე კოლეჯი “მოდუსის” კურსდამთავრებულების შეკერილი სამოსის ჩვენება და სხვა მონაწილეეების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთების გამოფენა – გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიება საინტერესო და სანახაობითი გამოვიდა. ჩვენება გაფორმებული იყო შოუს ელემენტებით, მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით.
ჩვენების დასრულების შემდეგ, დამსწრე საზოგადოებაში საკმაოდ დიდი დაინტერესება გამოიწვია კოლეჯის სტენდმა, სადაც პროფესიული განათლების შესაძლებლობებზე დაინტერესებულ პირთა ინფორმირებას სასწავლებლის სტუდენტები ახდენდნენ.